суббота, 18 октября 2008 г.

საინტერესო პროექტები:

18.10.2008წ.

1. „ინფორმაცია ძვირად ფასობს“

პროექტის სახელი: ''21-ე საუკუნე ინფორმაციული საუკუნეა''

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მოიცავს მათემატიკისა და ინფორმატიკის საგნის ინტეგრირებას, არის კვლევითი, შემეცნებითი და შემოქმედებითი.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მონაცემებს, მოახდენენ მათ დაჯგუფებასა და ოპტიმალური ხერხით წარმოდგენის ორგანიზებას, შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, მოახდენენ ელ. ცხრილებისა და ელ. დიაგრამების შედგენას, ფოტოალბომებისა და საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს შექმნას.

შესაძლებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება, აზრის გაზიარება, მასალის ურთიერთგაცვლა, რაც შემდგომში გამოიწვევს სკოლების დაახლოებას და ურთიერთთანამშრომლობას. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება, მოძიებული მასალის დაჯგუფება-ორგანიზება, დისკუსია, ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელექტრონული ამოცანა-სავარჯიშოები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის, ინფორმაციის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევები. ისინი ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. გაეზრდებათ მათემატიკისა და ინფორმატიკის საგნის სწავლის მოტივაცია.უკეთ დაეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ შეიქმნება სასწავლო რესურსები, რომლებიც სწავლის მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს იქნება მათემატიკისა (კერძოდ სტატისტიკის) და ინფორმატიკის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მონაცემთა ანალიზის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება, ინფორმატიკაში კი - ტექსტურ რედაქტორთან, ელ. ცხრილებთან, დიაგრამებთან, საპრეზენტაციო პროგრამების სწავლების პროცესში გამოგვადგება.

პროექტის ფასილიტატორი: ლუიზა გოჩიაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

luiza.janiashvili@gmail.com

sajaroskola5@gmail.com

პროექტის ფორუმი: iEARN-kartuli

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

http://lui-lolo.blogspot.com/